მუსლიმები ყურბან–ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ყურბან-ბაირამი აღინიშნება ისლამური მთვარის კალენდრით მეთორმეტე თვის მე-10-დან მე-13 დღის ჩათვლით.
მუსულმანთა დღესასწაული ეძღვნება იბრაჰიმის მიერ საკუთარი შვილის - ისმაილის მსხვერპლად მიტანას. ღმერთისადმი ერთგულების გამო უზენაესმა იბრაჰიმს მსხვერპლი კრავით შეუცვალა. დღესასწაული იწყება გარიჟრაჟზე, როდესაც მორწმუნეები დილის ლოცვაზე მიდიან. ამ დღეს ყველა ცდილობს ახალ ტანსაცმელში იყოს გამოწყობილი. ლოცვის შემდეგ იწყება მსხვერპლშეწირვა - ცხვრების, ძროხების და აქლემების.