კუმურდოს 30 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ, შექმნილმა დროებითმა სამუშაო კომისიამ, 7 ოქტომბერს, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დათვალიერა, რის შემდეგაც გადაწყდა,
რომ წინაპართა ძვლები სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში იქნება დაფლული.
სამუშაო ჯგუფი 5 ოქტომბერს შეიქმნა, რომელიც ქართველ და სომეხ სასულიერო პირებთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებითა და სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლებით დაკომპლექტდა. შეხვედრაზე ერთობლივი
მიმართვა მომზადდა.
,,ტაძრის რესტავრაციის დროს, მშენებლებმა 45 ტომარა ძვლები შეაგროვეს და რესტავრაციის პროცესში (დაახლ. 2–3 წელი) მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, ამიტომ, ამ დროის განმავლობაში მოხდება მათი შეგროვება და მერე ხელახლა, ყველა ერთად დაიკრძალება ტაძრის ეზოში. სომეხი და ქართველი არქიტექტორები ერთად იმუშავებენ და შეიძლება ორი ქვაჯვარიც დადგან, სადაც იქნება წარწერა, რომ აქ განისვენებენ ჩვენი წინაპრები" – განაცხადა ადგილობრივ ინტერნეტგამოცემა jnews.ge – სთან სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსმა საქართველოში ტერ ვაზგენ მირზახანიანმა.