ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში, 15–დან 22 ოქტომბრამდე, აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები იქნება დაბრძანებული.
ღვთისმშობლის კვირეულთან დაკავშირებით, ეპარქიის სასულიერო პირების მიერ, საკათედრო ტაძარში ყოველ დღე გაიმართება წირვა.
22 ოქტომბერს კი ხატებს, ასევე ერთი კვირით, ქვემო ქართლში გადააბრძანებენ. როგორც ხატების მოგზაურობის ორგანიზატორი მამა ზაქარია ,,მეცხრე არხთან" განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს ეკუთვნის.
ილია მეორის ლოცვა–კურთხევით, 10–17 მაისი ღვთისმშობლის კვირეულად გამოცხადდა და მეხუთე წელია აღინიშნება.
ხატების მოგზაურობა 2017 წლის 17 მაისს, სვეტიცხოვლიდან სამების მიმართულებით, ხოლო საქართველოს შემოვლა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიიდან დაიწყო და იგი 2018 წლის 14 ოქტომბერს დასრულდება.
ხატი შემოივლის ყველა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტს და თითოეულ ადგილას დარჩება ერთი კვირის განმავლობაში.
მამა ზაქარიას განმარტებით,
ხატების მოგზაურობა საქართველოში სამ საკითხს ეძღვნება.
2017 წელი – ეს არის საქართველოს ეკლესიის შეჩერებული მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავი და არა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, ამავე დროს, უწმინდესის პატრიარქად დადგინებიდან 40 წლისთავი, ასევე პატრირქის დაბადებიდან 85 წლისთავი და შესაბამისად, 2017 წელი საიუბილეო წლად არის გამოცხადებული.
ხატები ახალქალაქში ასპინძიდან გადააბრძანეს.
ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ანანო ლონდარიძეს.