საქართველოს საპატრიარქოში დღეს, 10 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის
წევრები საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან
დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე
უხელმძღვანელებს. ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ
საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო
კრებისთვის მოსამზადებლად საკითხებზე 25 მაისის სხდომაზე უკვე
იმსჯელა. მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ
კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის
შესათანხმებლად ჟენევაში 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა
მეთაურების შეხვედრა ჩატარდა.
საქართველოს საპატრიარქოში
დღეს, 10 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა
გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის წევრები საბერძნეთში,
კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებით
იმსჯელებენ.
სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და
უნეტარესი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.
ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი
წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს
განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის
მოსამზადებლად საკითხებზე 25 მაისის სხდომაზე უკვე იმსჯელა.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე
16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად
ჟენევაში 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა
ჩატარდა.