მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 9 ივნისს უფლის ამაღლების ბრწყინვალე
დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ეკლესიებში საზეიმო წირვა
ჩატარდება. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს
აღინიშნება. ქრისტიანული სწავლებით, უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით
აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის
შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს
ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე
მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. მაცხოვარი მოწაფეებს
მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში სულიწმინდის მოფენამდე.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად
ამაღლდა. მაცხოვარმა მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით
გაიყვანა , ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა
შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება
იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა. ვიდრე მოწაფეები ცას
შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს:
„კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი
ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი
ზეცად“. მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის
მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ
უფალს. თიკო კურტანიძე
მართლმადიდებლური ეკლესია
დღეს, 9 ივნისს უფლის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
ამასთან დაკავშირებით ეკლესიებში საზეიმო წირვა ჩატარდება.
დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება.
ქრისტიანული სწავლებით, უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ
თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ
მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა
„სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის
გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. მაცხოვარი მოწაფეებს მოუწოდებდა
დარჩენილიყვნენ იერუსალიმში სულიწმინდის მოფენამდე.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ზეცად
ამაღლდა. მაცხოვარმა მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით
გაიყვანა , ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა
შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება
იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად
მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და
ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე
მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“. მოწაფეები სიხარულით
დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ
ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ უფალს.
თიკო კურტანიძე