11 ნოემბერი სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეა
11 ნოემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სერაპიონ ზარზმელის იხსენებს. ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სინოდის ოთხ წევრთან ერთად აღავლინა.
დღესასწაული მრევლს სხვა სასულიერო პირებთან ერთად ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ხორნაბუჯელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარემ მიულოცა.
"ზარზმობა" სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 11 ნოემბერს, ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს, ადიგენის მნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში გრანდიოზულად აღინიშნება.