ებრაული თემი ხანუქას – ახალ წელს აღნიშნავს
ებრაელი მორწმუნეები მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის დღესასწაულს ზეიმობენ.
ხანუქა 12 დეკემბერს, საღამოს დაიწყო და რვა დღეს გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე, სასანთლეზე ყოველ დღე თითო სანთელი ემატება.
ებრაული კალენდრის მიხედვით, 5778 წელი დადგა.
განახლების დღესასწაული ძვ. წ. II საუკუნეში, მაკაბელთა მიერ იერუსალიმის ტაძრის გაწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავად დაწესდა.