დღეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის დაბადების დღეა, თუმცა საპატრიარქოში ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი დღეს არ გაიმართება.
ერთის მხრივ მიზეზად ილია მეორის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა სახელდება. მეორეს მხრივ კი მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ილია მეორე თავს ნორმალურად გრძნობს და ღონისძიების არჩატარების მიზეზი, მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის.
”უწმინდესმა თქვა, რომ ახლა არ არის ამის დრო და საშუალება, რომ ზარ-ზეიმით ავღნიშნო ჩემი დაბადების დღე, ეს იყო მიზეზი, რომ უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე“ - განაცხადა მანანა შეროზიამ.
საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდა უწმინდესის პირადი ოფთალმოლოგი და მან დაადასტურა, რომ თვალის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით პატრიარქი გაციებულია და სწორედ ამის გამო გადაიდო ოფიციალური ღონისძიებები.
საპატრიარქოში დღეს ასევე ელოდებიან პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეებს.
პატრიარქმა უკვე მიიღო წერილი ისრაელის პრეზიდენტისგან, სადაც რეუვენ რივლინი ორ ერს შორის 2600 წლიან მშვიდობიან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
XX