მართლმადიდებელი ეკლესია 28 იანვარს მეზვერისა და ფარისევლის კვირას აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია წირვაზე წმიდა სახარებიდან მეზვერისა და
ფარისევლის შესახებ იგავს იხსენებს, მეზვერე და ფარისეველი თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ყოვლად უღირსი ადამიანის, გადასახადების ამკრეფის, მეზვერესი. შეიწყალა იგი და სინანულის გამო დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მორწმუნეებს სინანულისკენ მოუწოდებს.
მეზვერეები ძირითადად დამპყრობ რომაელებს ემსახურებოდნენ და ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ. ფარისევლები კი, ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენლები იყვნენ.
იმით გამოირჩეოდნენ, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო. ისინი ღმრთის კანონებს გარეგნულად ასრულებდნენ, მაგრამ სინანული არ ჰქონდათ.
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეულში ხსნილია ყოვლითურთ. მორწმუნეები ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ იცავენ.
წელს დიდმარხვა 19 თებერვალს დაიწყება, მას წინ ხორციელისა და ყველიერის კვირეები უსწრებს.