კათოლიკეებისთვის დიდმარხვა დაიწყო
კათოლიკურმა სამყარომ 40-დღიანი მარხვა დაიწყო. 14 თებერვალს, კათოლიკურ ეკლესიებში ნაცრისყრის ოთხშაბათი – დიდმარხვის პირველი დღე აღინიშნება.
"ნაცრის ყრის ოთხშაბათს" მღვდელი მორწმუნეებს თავზე ნაცარს დააყრის, სიტყვებით: გახსოვდეს, რომ "მტვერი ხარ და მტვრად იქცევი".
ტრადიცია, მრევლს, მონანიების აუცილებლობას შეახსენებს.
ორმოც დღიანი პერიოდი, კათოლიკეებისათვის, "ლოცვას, მარხვასა და გულმოწყალებას" მოიცავს.
კათოლიკე ეკლესიაში, მარხვა მხოლოდ საკვების "არ მიღებას" არ გულისხმობს. მორწმუნე, ქრისტეს აღდგომისათვის, სულიერად უნდა მოემზადოს. შესაძლებელია უარის თქმა: საყვარელ ჩვევაზე, ქცევაზე, ტელევიზორის ყურებაზე, ინტერნეტით სარგებლობაზე ან საყვარელ საკვებზე.
სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიებში წმინდა წირვა შესრულდება.
დიდმარხვის ორმოცდღიანი პერიოდი ლოცვას, მარხვას და გულმოწყალებას მოიცავს.
დიდმარხვა მოსამზადებელი პერიოდია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისათვის, რომელიც წელს, 2 აპრილს იქნება.