რელიგიის სამშვიდობო როლი
სხვადასხვა რელიგიის მღვდელმსახურები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები, 1–ლ მარტს, ახალქალაქში შეიკრიბნენ
და მშვიდობის შენარჩუნებაში რელიგიის როლის შესახებ მსჯელობდნენ.
შეხვედრა რელიგიებისა და კონფესიების ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ადგილობრივ სასულიერო პირებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა, ღვთისმეტყველი ლადო ნარსია და ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ.
შეხვედრას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხური სამოციქულო ეკლესიის, სომხური კათოლიკური ეკლესიისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წყარო: ჯეინიუსი