აღდგომის სადღესასწაულო წირვა ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში
ახალციხის წმინდა სავარდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში უფლის აღდგომის დღესასწაულს მრევლი ღამისთევით შეეგება.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება 31 მარტს 21:00 საათზე დაიწყო. ტაძრის წიმაძღვარმა წმინდა კელაპტარი წირვის დაწყებისთანავე ეზოში აანთო, ცეცხლი ტაძარში შეაბრძანა და მორწმუნეებს გაუნაწილა. ორსაათიანი ლუტურგიის შემდეგ ტაძარში შეკრებილებმა ერთმანეთს უფლის აღდგომა ახარეს.
დღესასწაულს წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა. დღეს კი მორწმუნეები ამ წმინდა დღეს ერთმანეთს ტრადიციულად წითელი კვერცხებით ულოცავენ.
გადმოცემის თანახმად, აღდგომას მარიამ მაგდალინელი რომში შევიდა და სახარება იქადაგა. მას თან პირველი სააღდგომო კვერცხი ჰქონდა. მარიამმა ქადაგებისას წარმოსთქვა: “ქრისტე აღსდგა“ და კვერცხი წითლად შეიღება.
კათოლიკური სამყაროს გარდა უფლის აღდგომა პროტესტანტებმა და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებმაც იზეიმეს.