ბორჯომი–ბაკურიანის ეპარქიაში იღუმენი გარდაიცვალა
იღუმენი ნიკოლოზი, ერისკაცობაში გიორგი კაპანაძე, ბორჯომის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური იყო.
79 წლის სასულიერო პირმა ერის ცხოვრება 1990 წელს მიატოვა და ბორჯომის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მორჩილად გამწესდა. ერთ წელიწადში ამავე ტაძარში ჯერ დიაკვნის, ხოლო მოგვიანებით მღვდლის ხარისხში იმსახურა.
1992–93 წწ. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის (კიმოთეს უბანი) წინამძღვრად დაინიშნა, 1995 წელს კი ნიკოლოზის სახელზე ბერად აღიკვეცა, სადაც მალევე იღუმენის ხარისხი მიენიჭა.
2000 წელს დაინიშნა წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად, სადაც პენსიაში გასვლამდე მსახურობდა. 2011 წლის 19 დეკემბერს, წმ.ნიკოლოზის ხსენების დღეს, დაჯილდოვდა დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.