სამართალი
ბაკურიანში, ხანძრის გაჩენის მიზეზებს, სამხარაულის ექსპერტები დაადგენენ
ბაკურიანში,სასტუმრო „რეზიდენსში“ გაჩენილი ხანძრის მიზეზებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები დაადგენენ. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი,
თუმცა როგორც დაზარალებულები ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბარში აცხადებენ, ხანძარი სავარაუდოდ პირველ სართულზე არსებული რესტორნიდან გავრცელდა.

შეგახსენებთ,რომ სასტუმრო „ბაკურიანი-რეზიდენსში“ ხანძარი, გუშინ, დაახლოებით 13:00 სააათზე გაჩნდა, საბედნიეროდ შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, დამწვარია სასტუმროს 3 სართული.

შეიქმნება თუ არა ზარალის დამთვლელი კომისია ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
| Print |