ბაკურიანში, სასტუმრო "რესიდენსში" ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლის ლიკვიდირება ამ დრომდე არ მომხდარა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამწვარია 100 კვ.მ. ფართობის სახურავი.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების ექვსი ჯგუფი მუშაობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.