გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომში, მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენის ჩაყრის ფაქტის შეისწავლეს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ მოქალაქე აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენებს ყრის. დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის ნაწილი პირველით შეადგინეს ოქმი, რაც წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს.