ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში.
ნათენაძის ქუჩაზე, დაცვის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ გზაზე მოძრავ ოპელის მარკის ავტომანქანას BMW დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირი.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სსკ 276 მუხლის 2 ნაწილით, დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ან აღკვეთით ვადით სამ წლამდე.