უბედური შემთხვევის შედეგად მუგარეთთან ერთი პირი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ტრაქტორი მიჰქოდა გადაბრუნდა. ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. სატვირთო ავტომობილზე მუშები იმყოფებოდნენ, რომლებიც ტყეში შეშის დასამზადებლად მიდიოდნენ.
"გარდაცვლილი მამაკაცი ადიგენის ერთ-ერთი სოფლიდან არის. მანდ მუშად მუშაობდა ხე-ტყეზე. კაბინაში სამი კაცი იყო, ერთი "კუზაოზე" იჯდა, რომელიც გადმოხტა და გადარჩა. კაბინაში მძღოლს და მეორე მგზავრს არაფერი მოსვლია, მხოლოდ მესამე დაიღუპა" - ამბობს ახალციხის მერის რწმუნებული სოფელ მუგარეთში გიორგი ბლიაძე.
შემთხვევა 19 ოქტომბერს საღამოს მოხდა.