სამართალი
ლევან ზურაბაშვილს ხელში ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა, ეს იყო ერთგვარი პერფორმანსი - ადვოკატი
ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, იარაღი არ ჰქონია, მას მეტი დამაჯერებლობისთვის ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს. 

როგორც ჭკადუა განმარტავს, ზურაბაშვილის მხრიდან ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან მას ფული არ მოუთხოვია. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ დაკავებული ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ ის მძევლებს აგრესიულად არ ექცეოდა, რამდენიმემ თავისუფლად დატოვა შენობა, თითოეულ მათგანს გადაადგილება შეეძლო. ასევე, გვესმოდა, როცა მოთხოვნებს აყალიბებდა, მძევალთაგან ორი უსწორებდა კიდეც, რომ 7 % ბევრია და საბანკო სესხის განაკვეთი 3 პროცენტამდე დაწეულიყო.

ამ ბატონის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები იმდენად საჭირო იყო, არც ერთ პოლიტიკოსს, არც ოპოზიციიდან და არც ხელისუფლებიდან არ ჰქონია იმ ტიპის დაპირება, რა მოთხოვნაც ამ ბატონს ჰქონდა. ეს გულწრფელი პროტესტი, თითოეული ჩვენგანის სატკივარი იყო და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთგვარ პერფომანსს, რა ფორმითაც მან ეს შეძლო.


მას იარაღი არ ჰქონია, ხელყუმბარა არ ჰქონია, მეტი დამაჯერებლობისთვის სანთებელა იყო ყუმბარის ფორმით, რომელსაც საფერფლეც აქვს. ყაჩაღობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან არც ერთი თეთრი არ მოუთხოვია, მოლარეს უთხრა, რომ სალარო დაეკეტა, რადგან არ ეფიქრა ვინმეს, რომ რამე ფორმით თანხასთან ჰქონდა შემხებლობა. ის აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში იყო, არც ნასვამი იყო და არც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო აზარტული თამაშების მსხვერპლი, მან ავტომანქანაც კი გაყიდა ვალების ნაწილის გასასტუმრებლად, 12 წლის შვილი ჰყავს და ამბობს, არ მინდა, ჩემი შვილიც იმ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც მე ვარო“, - განაცხადა ჭკადუამ, რომლის თქმითაც, დაკავებულს უფასოდ დაიცავს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საქმის მასალებს დღეს გადასცემენ და უფრო მეტი დეტალი ამის შემდეგ ეცოდინება. ლევან ზურაბაშვილს ბრალი შესაძლოა, ხვალ წაუყენონ.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გუშინ, 31 წლის მამაკაცი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და 3 კანონის მიღებას ითხოვდა.

"1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში; 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში; 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10% მოგების უფლება მიეცეთ", - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შესულმა მამაკაცმა მოთხოვნებზე საუბრისას.
Facebook Twitter
განტვირთვა
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე -2 °C
img
ახალქალაქი -7 °C
img
ასპინძა 0 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი -1 °C
img
თბილისი 5 °C
img
აბასთუმანი -4 °C
img
ბაკურიანი -6 °C
img
ნინოწმინდა -7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9424
RUB
RUB
100
4.3806
TRY
TRY
1
0.4164
USD
USD
1
3.3138
AMD
AMD
1000
6.4976
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.