სამართალი
მარკეტის ძარცვაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მარკეტის ძარცვაში ბრალდებულის საქმეზე იმსჯელა. მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატის პაატა მანველიშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურორის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ახალციხის რაიონულმა სასამართლო შემდეგი სხდომა 17 თებერვალს ჩანიშნა.

შეგახსენებთ, რომ გ.კ.-მ ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი გაძარცვა სცადა. გამვლელებმა იგი პოლიციის მოსვლამდე მარკეტში ჩაკეტეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ძარცვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
| Print |