სამართალი
"პოლიციის მოსვლამდე, კაცი მაღაზიაში ჩაკეტეს" - ბრალდებულის დაკავების კადრები
ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე, მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. მარკეტში "თეო თეო" მამაკაცი შეიჭრა და თანხის წაღება სცადა. ამ დროისთვის მაღაზიაში გამყიდველი იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, გამვლელებმა მამაკაცი პოლიციის მოსვლამდე მარკეტში ჩაკეტეს.

"თეო-თეოსთან" ვიდექით. ერთი კაცი შევიდა და ცემა დაუწყო გამყიდველს. ჩემმა შეყვარებულმა პოლიცია გამოიძახა. ქალს გარეთ გამოსვლაში დაეხმარნენ და კაცი მაღაზიაში ჩაკეტეს პოლიციის მოსვლამდე"
- ამბობს თვითმხილველი.

სამართალდამცველებმა 35 წლამდე მამაკაცი მალევე დააკავეს. მამაკაცის დაკავების კადრები "მეცხრე არხს" ადგილობრივმა მიაწოდა.


შემთხვევა დაახლოებით, 17:30 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა გამყიდველზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლატარიის ბილეთი შეიძინა და თანხა ვერ მოიგო.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მაღაზიას ყვითელი ლენტი აქვს შემოვლებული.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი შეიარაღებული იყო, თუმცა შსს-მ აღნიშნული არ დაადასტურა. 


უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ძარცვას გულისხმობს.
Facebook Twitter
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
Օրացույց
«« Մայիս  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.