ერთ წელში, ქვეყანაში 4 999 ავარია მოხდა, 450 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 6 640 ადამიანი დაზარალდა, 450 კი დაიღუპა.
როგორც საქსტატის ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, 2019 წელს 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 481 ადამიანი კი დაიღუპა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.