იმედია დადგინდება, რომ მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში იყო ჩადენილი - ადვოკატი
15:28 / 11.05.2021
მწყემსის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. 60 წლის მამაკაცის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი იცავს. მისი თქმით, დაკავებული ბრალს აღიარებს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უკვე იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე. პროკურატურა პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.
ტარიელ ბალაბანიშვილი ამბობს, რომ დაკავებულსა და გარდაცვლილს შორის ურთიერთშელაპარაკება რამდენჯერმე მოხდა, ბოლო შემთხვევის დროს კი ბრალდებულმა ვ.კ.-მ თავი ვერ შეიკავა და 38 წლის მწყემსს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დაკავებული ბორჯომის სოფელ დვირიდან იყო. ნათესავები ამბობენ, რომ მასთან კონტაქტი არ ჰქონდათ და აქამდე იცოდნენ, რომ თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ვ.კ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ასპინძის სოფელ ბუზმარეთის მიმდებარედ, ფერმაში მწყემსად მუშაობდა, მწყემსს გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა, რის გამოც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.