ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე - არის მსხვერპლი
გუშინ, 2 მარტს, ახალქალაქ-ნინოწმინდის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 58 წლის ქალი ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ღამით გარდაიცვალა. ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ინფორმაციას "რადიო NOR" - ი ავრცელებს.
შემთხვევა ახალქალაქ-ნინოწმინდის გზატკეცილზე, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. 1965 წელს დაბადებული ქალი 16:00 საათისთვის ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ერთი პაციენტი შემოიყვანეს ჩვენს საავადმყოფოში. ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, აღენიშნებოდა ტრავმული შოკი. დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. გარდაცვალებამდე გული ორჯერ გაუჩერდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ალექსან ტოროიანი.
შსს-მ საქმე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით აღძრა, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.