12 გრადუსი ყინვა და მზე - სამცხე-ჯავახეთის ამინდის პროგნოზი
24 და 25 მარტს, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი.
ახალციხეში ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +9 და +11 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 3 და +4 გრადუსს უნდა ველოდოთ.
დღისით +11 და +13 გრადუსამდე გათბება ჰაერი ბორჯომში, ღამით კი -1 და +5 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღისით მზე და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უნალექო დღე იქნება ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +8 და +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი - 8 და - 4 გრადუსი იქნება.
მზიანი ამინდია ადიგენშიც. დღისით ჰაერი +8 და +11 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით - 8 და - 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში, ახალქალაქში დღისით +3 და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -9 და -6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით + 1 და + 4 გრადუსს, ხოლო ღამით - 12 და -7 გრადუსს ვარაუდობენ.
თოვლი და და ყინვაა რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +7 და +9 გრადუსია, ხოლო ღამით -7 და -1 გრადუსი იქნება. ხოლო ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +2 და +4 გრადუსია, ხოლო ღამით -5 და 0 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი და უნალექო ამინდია დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +16 და +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 და +5 გრადუსი იქნება.