კუმურდოს ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში განვითარებული მოვლენების შედეგად არიან დაშავებულები
როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სამართალდამცველების მხრიდან.
ამ დროისათვის ახალქალაქის ჰოსპიტალში პოლიციის 4 თანამშრომელია გადაყვანილი, მათ შორის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია.
ექიმების განმარტებით, დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ არის.
დაშავებულები არიან სოფლის მაცხოვრებლებიც.
მოლაპარების შედეგად მოხდება დაკავებულების გათავისუფლება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე დატოვა კუმურდო.