ახალციხის, ასპინძის და ბაკურიანის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფელ სანაპიროში.
21 მაისს, 11:00-დან 16:00 საათამდე 1 216 აბონენტს ბაკურიანში.
11:00-დან 18:30 საათამდე 8 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, ჩიხორიში და ვარძია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.