ახალციხესა და ბაკურიანში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 112 აბონენტს ბაკურიანში, ნადირთმშენის, ლაგირის, ანდეზიტის და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 15:00 საათამდე 130 აბონენტს ახალციხეში 9 აპრილის, რუსთაველის, ვარძიის, საფარის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.