ახალციხეში, ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივნისს 08:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 64 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში ფლატე და არზნე.
10:00-დან 19:30 საათამდე 2 189 აბონენტს ახალქალაქის და ნინოწმინდას რაიონის სოფლებში მაჯადია, სირკვა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. ნინოწმინდაში.
11:00-დან 18:00 საათამდე 1 304 აბონენტს ახალციხეში და ახალციხის რაიონის სოფლებში საფარა, ფერსა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.