Error
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ტექდათვალიერების სამი ცენტრი გაიხსნება
ბორჯომში, ახალქალაქსა და ახალციხეში ავტომობილის ინსპექტირების ცენტრები გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ თებერვლის დასაწყისში, ცენტრები გაიხსნება ბორჯომსა და ახალქალაქში, ერთი მოძრავი ცენტრი კი ახალციხის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ჩამოვა.

დამატებითი ცენტრების გახსნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, როცა მძღოლებმა ტექდათვალიერების ცენტრებთან რამდენიმედღიანი რიგში დგომა გააპროტესტეს.

„დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომავალი კვირის ბოლოს წესით ყველაფერი უნდა მოგვარდეს. ცენტრებთან ასეთ რიგებს არ ველოდებოდით. ეს გამოიწვია ჭკვიანი კამერების დამონტაჟებამ და იმ მძღოლების დაჯარიმებამ, ვისაც ტექდათვალიერება არ გაუვლია“. - ამბობს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე.

მალხაზ ხარებავას თქმით, ორ კვირაში, საქართველოს მასშტაბით დამატებით 20-მდე ცენტრი გაიხსნება.

| Print |