სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტს ავტომობილების ინსპექტირების ერთი ცენტრი ემსახურება
16:59 / 17.01.2019
ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია. რამდენიმე ათეული მანქანა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ტექდათვალიერებისთვის ახალციხეში ჩამოდის.
სეირან კოროიანი ახალქალაქიდან ახალციხეში ავტომობილის სავალდებულო ინსპექტირებისთვის ჩამოვიდა. მძღოლს ცენტრთან რიგში ათობით მანქანა დახვდა.
„მე არ ვიცი როგორ უნდა მოასწროს ერთმა ცენტრმა ამდენი ავტომობილის მომსახურება. ახალქალაქიდან ახალციხეში წადი-მოდი, ცოტა ფული არ უნდა. თან რომ მოძრაობ, ჭკვიანი კამერები გიღებენ და ინსპექტირება რომ არ გაქვს გავლილი, 50 ლარით გაჯარიმებენ. როგორ უნდა გადავიხადოთ? არ ვიცი, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი“, - ამბობს მძღოლი, რომელიც მეორე დღეა თავის რიგს ელის.
უკმაყოფილებას არც სხვა მძღოლები მალავენ. მეორე დღეა ავტომობილის ინსპექტირებისთვის ასპინძიდან ახალციხეში ჩამოდის 50 წლის მამაკაცი. "გუშინ მთელი დღე ველოდე და სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, ცენტრი დაიკეტა. ამ ყინვაში მანქანებში ვზივართ და საათობით ველოდებით".
"სად წავიდეთ? უახლოესი ცენტრი ხაშურშია, მაგრამ იქაც რიგებია, ბორჯომელი მანქანებიც ვერ მიიღეს", - ამბობენ რიგში მდგომი მძღოლები.
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი შპს „მესხეთი“, რომელიც მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტზე იყო გათვლილი, ახლა რეგიონის ექვსივე რაიონს ემსახურება. ინსპექტირების მსურველი მძღოლების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, როცა 14 იანვრიდან იმ ავტომობილების დაჯარიმება დაიწყეს, რომლებსაც სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს. „დღეში 40-45 მანქანის შემოწმებას ვასწრებთ. გარეთ ცოცხალი რიგია. მძღოლები თავად არეგულირებენ. ვისაც უწევს ის შემოდის“, - ამბობს შპს „მესხეთის“ ხარისხის მენეჯერი. საშა ზედგინიძის თქმით, რეგიონში ერთადერთ ცენტრს ექვსივე მუნიციპალიტეტიდან მანქანების მომსახურება გაუჭირდება.
პირველიდან 17 იანვრამდე, ინსპექტირების ცენტრში 421 მანქანა მივიდა. აქედან 294 ინსპექტირება წარმატებით გაიარა, 127-მა კი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. „დღეს უკვე 31 მანქანა მივიღეთ, აქედან 23-მა გაიარა ტექდათვალიერება, რვამ ვერა. ამ 31-დან ოთხი განმეორებით იყო მოსული. ანუ ადრე დახარვეზდა და ვადა მიეცა გამოსასწორებლად“, - გვიყვება ცენტრის თანამშრომელი და მონაცემებს გვაჩვენებს.
შექმნილ ვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას "მეცხრე არხი" მთელი დღეა ელის. პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ინსპექტირების ცენტრები კერძო სექტორია. დეტალური ინფორმაციის მოწოდებას კი მოგვიანებით დაგვპირდნენ.
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ღირს.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.