Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/tv9news/public_html//images/temp/2019/03/05/4987a4051b58180da7fd11bcc76d6d9a.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/tv9news/public_html//images/temp/2019/03/05/4987a4051b58180da7fd11bcc76d6d9a.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/tv9news/public_html//images/temp/2019/03/05/4987a4051b58180da7fd11bcc76d6d9a.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/tv9news/public_html//images/temp/2019/03/05/4987a4051b58180da7fd11bcc76d6d9a.jpg" not exists.
საზოგადოება
მწვანე ქალაქის იდეა
ახალციხის, როგორც მწვანე ქალაქის იდეა ტრანსპორტის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, მყარი მუნიციპალური და სამრეწველო ნარჩენების, ენერგეტიკისა და მშენებლობის სფეროებში არსებული გამოწვევების დაძლევას გულისხმობს.
ახალციხელები ქალაქში მწვანე საფარს ითხოვენ, ხელისუფლება კი განხორციელებულ აქტივობებზე ამახვილებს ყურადღებს.

მწვანე საფარის დაგება, კლიმატთან შესაბამისი ხეების დარგვა და მათი მოვლა-პატრონობა, ნარჩენების გატანა, სუფთა ჰაერი - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის მოგვარებასაც ახალციხეში ითხოვენ.

,,ახალციხე მწვანე ქალაქი იყო. ნერგებს კი რგავენ, თუმცა არ უვლიან, მერე კი იყინება, და ხმება. სადაც გახმება, უნდა ამოძირკვონ და ახალი ჩარგონ, სუფთა ჰაერი გვჭირდება“ - ამბობს ციცო მავზარაშვილი.

ქალაქის გამწვანება ზურა ველიჯანიშვილისთვისაც პრობლემაა. იგი აქცენტს ტურიზმსა და წიწვოვანი ნარგავების სიმრავლეზე აკეთებს. ,,ჯერ ჩვენთვის არის აუცილებელი ქალაქის გამწვანება. ჰაერი, რომ გასუფთავდეს წიწვოვანი მცენარეების დარგვა აუცილებელია, ტურისტისთვისაც კარგი იქნება მწვანე გარემო“.

ვახტანგ ვარდიძისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად, ნარგავებთან ერთად ქალაქში ჟანგბადის ნაკლებობა წარმოადგენს.



ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ქალაქის გამწვანება ყოველწლიურად მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით, ძირითადად, არყის, წაბლისა და ცაცხვის ხეებს რგავენ. გასულ წელს გამწვანება კოსტავას ქუჩაზე, ცენტრალურ პარკსა და სკვერებში მიმდინარეობდა.

გასულ წელს ყველაზე მეტი 186 ცალი მრავალწლიანი ნერგი ცაცხვის, ნეკერჩხლის, ფიჭვის, მუხის, ცხენის წაბლისა და ტირიფის ნერგები ახალციხის ტბაზე დაირგო.

დარგვასთან ერთად 2017 წელს ახლციხის მერიამ ქალაქის ქუჩებზე ხეები გადაბელა, ზოგიერთი მათგანი კი მოჭრა.

,,ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებებია: აზოტის ოქსიდები, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, მყარი შეწონილი ნაწილაკები, ოზონი და სხვა“ - ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის მონაცემებში.

ამავე წელს ახალციხეში ჰაერის კვლევა ჩატარდა, რის მიხედვით, დამაბინძურებელი ნივთიერებების გოგირდის დიოქსიდის, ოზონისა და აზოტის დიოქსიდის დაბალი და საშუალო მაჩვენებელი დაფიქსირდა. კვლევა ოთხ ეტაპად, ქალაქის სამ წერტილში ჩატარდა.

გასულ წელს, მოსახლეობას საშუალება მიეცა პროექტის ,,დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის“ ფარგლებში საკუთარი პროექტები გამწვანების შესახებაც წარედგინა. ახალციხელმა თამუნა კაპანაძემ საკუთარი ინიციატივა წარადგინა, რაც 2019 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

,,გეოგრაფიული არეალის გამო, რადგან ქვაბულში ვცხოვრობთ, ჩვენთან მტვერი და ქარი მუდმივად არის. გამწვანება ერთ-ერთი საშუალებაა, რომ დაბინძურება თავიდან ავიცილოთ. ქალაქში მწვანე წერტილები ბევრი არაა, ამიტომ მუდმივად გამწვანებაზე საუბარი მიწევს“ - ამბობს თამუნა კაპანაძე.



პროექტის ავტორობის გარდა თამუნა კაპანაძე გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია სენის წარმომადგენელიც არის. სასკოლო პროექტებს ახორციელებს და სკოლის მოსწავლეებთან ერთად დასუფთავებისა და გამწვანების აქციაში ერთვება.

,,მწვანე გარემოს გარეშე არსებობა შეუძლებელია. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ მასზე“- ამბობს სენის მონაწილე, პირველი სკოლის მოსწავლე თაკო თათეშვილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ხის უკანონო ჭრის 29 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ექვსი ოქმი გამოიცა. 2018 წლის ოქტომბერში რაბათის უბანში 11 ხე აგრეთვე უკანონოდ მოიჭრა.
Facebook Twitter

ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1102
RUB
RUB
100
4.3044
TRY
TRY
1
0.4580
USD
USD
1
2.7802
AMD
AMD
1000
5.7897
კალენდარი
Facebook
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.