79 წლის ქალი, რომელსაც ახალციხეში რამდენიმე დღეა ეძებენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარს მყვინთავებმა მდინარეში მიაგნეს.
"სამძებრო სამუშაოები ხორციელდებოდა. შემდეგ გვითხრეს, რომ შესაძლოა მდინარეში ყოფილიყო. გამოვიძახეთ თბილისიდან მყვინთავები და გუშინ, 30 მარტს იპოვეს", - გვითხრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.
როცა ქალი გაუჩინარდა, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 143 მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულიხსმობს. გვამის პოვნის შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.