აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ახალციხეს ესტუმრა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა ახალციხეში შეხვედრები გამართა.
ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და სამოქალაქი სექტორის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა ადგილობრივი თემის საჭიროებები, რეგიონში არსებული ვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა იყო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებულ მედია გარემოზე, საზოგადოების ინტერესებსა და მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.