საზოგადოება
ნახეთ, ფოტოები ახალგაზრდული ფორუმიდან

ახალციხის ციხის ციტადელზე „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიებას რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ.


ახალგაზრდულმა არასამთავრობოებმა მათი ორგანიზაციების პრეზენტაცია მოაწყეს.

ფორუმს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული, ახალშექმნილი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი.

რევაზ ჩარკვიანმა ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით მუშაობისას არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.


უწყების მთავარი მიზანია, მთავრობის ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავება და კოორდინაცია.

ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია, რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარება, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.

ფორუმი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოსთან ერთად გამართა.
ფოტოები: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია

ასევე, დაგაინტერესებთ:
| Print |