ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
15:38 / 04.10.2019
ახალციხის ციხის ციტადელზე „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიებას რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები და მუნიციპალიტეტის პირველი პირები ესწრებოდნენ. ახალგაზრდულმა არასამთავრობოებმა მათი ორგანიზაციების პრეზენტაცია მოაწყეს.
ფორუმს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრს დაქვემდებარებული, ახალშექმნილი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი. რევაზ ჩარკვიანმა ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით მუშაობისას არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. უწყების მთავარი მიზანია, მთავრობის ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავება და კოორდინაცია.
ფორუმის მიზანია ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია, რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარება, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით.
ფორუმი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოსთან ერთად გამართა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.