საზოგადოება
სამხარეო ადმინისტრაცია სამხარაულის დასკვნას ელის (ვიდეო)

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნას ელიან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ვარძია-გოგაშენის გზაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოები მის ღირებულებას.

გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხს სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში მიიღებენ. შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამავე გზაზე რამდენიმე მეწყერსაშიში ადგილია, რომლის გამაგრებაც მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერება. ვარძია-გოგაშენის დამაკავშირებელი გზის 45 მეტრ სიგრძეზე მეწყერი პირველად 13 მაისს ჩამოწვა.

ხელისუფლება გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, საყრდენი კედლის აშენებას გეგმავდა. კომპანიას სამუშაოები თითქმის დასრულებული ჰქონდა, რომ იგივე მონაკვეთზე მიწა მეორედ, 13 ივლისს უფრო დიდი რაოდენობით ჩამოიშალა.

"მეწყერის პირველად ჩამოწოლის შემდეგ, მიწის მასისგან გზის გაწმენდისთანავე, 60-მეტრიანი ჯიბე წარმოიქმნა, საიდანაც მთა ხელმეორედ ჩამოწვა. სამუშაოები ხელახლა დაიგეგმა, რა დროსაც რამდენიმეტონიანი ლოდები დაიშალა და საყრდენი კედლის ნაცვლად ჯიბეში ჩალაგდა. ადგილი, სადაც ლოდებია დალაგებული, სამანქანო გზიდან 10-12 მეტრითაა დაშორებული",
- ამბობს შალვა ბერძენიშვილი.


ასევე, დაგაინტერესებთ: 
| Print |