"ჩვენ უნდა შევიცვალოთ და ჩვენ ცხოვრებაში დავაბრუნოთ ღმერთი. უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, რომ ვიზრუნოთ სხვებზე. რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ვხედავთ, ერთმა პატარა ვირუსმა, როგორ დააჩოქა მსოფლიო. მთავარია ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გვიყვარდეს ერთმანეთი და არ განვიკითხოთ ჩვენს გვერდით მდგომნი. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავიცვათ სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესები. ჩვენ გარეთ დავესწრებით ამიერიდან წირვებს, რომ დავიცვათ ექიმთა რეკომენდაციები", - განაცხადა ქორეპისკოპოსმა.
უცვლელია ზიარების წესი, თუმცა წირვის დაწყებამდე მრევლს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი დაურიგდა.
ასევე დღეიდან, ტაძარში ფულს დეზინფექცია ჩაუტარდება.