საზოგადოება
საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
11-12 აპრილს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილიდან გამოიდარებს და შედარებით დათბება.
ახალციხეში უახლოესი ხუთი დღე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 16 აპრილიდან კი ტემპერატურა დაიკლებს, ზოგიერთ შემთხვევაში +2 გრადუსამდე. სინოპტიკოსები წვიამიან ამინდებს პროგნოზირებენ.
თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
გააზიარეთ :