საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, მასშტაბური, ტრადიციული ღონისძიებებით არ აღინიშნება. ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ თარიღს მოკრძალებულად, დროშების გამოფენით აღნიშნავენ. ფოლკლორული ანსამბლი "მესხეთი" ახალციხის ციხეზე "მრავალჟამიერს" და რამდენიმე ხალხურ სიმღერას იმღერებს.