საზოგადოება
საქართველოში ძლიერ ქარსა და წვიმას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება ახალციხეს - 29 და 30 მაისს მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსი დაფიქსირდება.
გააზიარეთ :