აბასთუმნისკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობის პროექტი 79 მილიონი ლარი ჯდება. პროექტი პანდემიის დროსაც არ გაჩერებულა. ტყეში გზის გასაყვანად იჩეხება უნიკალური მასივი. ევროკავშირს ჭირდება მტკიცებულება, რისთვის იჩეხება აბასთუმნის ტყე, რის გამოც გარემოს დაცვის სამინისტრომ დანარჩენ სამინისტროებთან ოფიციალური მიმოწერა დაიწყო. თავდაცვის საამინისტრროს წერილის მიხედვით, აღნიშნული გზა ომის შემთხვევაში ქართული მხარისთვის აუცილებელია.
,,საჭიროების შემთხვევაში ეს გზა განიხილება პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის. საომარ შემთხვევაში ანუ
ახალციხე-ბაღდათი-ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა თავდაცვის სამინისტროსთვის წარმოადგენს სამხედრო თვალსაზრისით ერთერთ ალტერნატიულ ინფრასტრუქტურას. მეორე წერილში ალტერნატიულის ნაცვლად სტრატეგიული მნიშვნელობის გზა ხდება.
კანადელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც ქართველი გეოლოგიც მონაწილეობდა, ავთანდილ ოქროსცვარიძე ამბობს, რომ აბასთუმნიდან 15 კმ-ში მდებარე პარაბოლას მთაზე, სადაც ახლოს უნდა გაიაროს გზამ, მოიპოვება მაღალი სინჯის ოქრო და ასევე სხვა ძვირფასი ლითონებია. აქამდე აუთვისებელი ოქროს საბადოა.
ოქროსა და ურანის საბადოა პარაბოლას მთაზე, სადაც ადრე საბჭოთა სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. ბაზა წინა საუკუნეში დაიხურა და საბადოსთან ახლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდის.
გზა პარაბოლას მთაზე გაივლის, სადაც ოქროს საბადოა.
ტენდერის გამოცხადებამდე უნდა ჩატარებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც არ არსებობს. კურორტის განვითარების გეგმა ადიგენის საკრებულომ 7 აპრილს მიიღო. პანდემიის მიუხედავად, ადიგენის საკრებულო მაინც შეიკრიბა და აბასთუმნის განაშენიანების გეგმა დაამტკიცა.
ევროპული საქართველოს წევრი გელა სარაშვილი ამბობს, რომ განაშენიანების გეგმა ერთი პირის სურვილის მიხედვით დამტკიცდა. სახალხო განხილვა ვერ ჩატარდა, რადგან პანდემია იყო, თუმცა კოვიდ19-მა ხელი ვერ შეუშალა საკრებულოს სხდომის ჩატარებას.
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორია ევროკავშირის ქვეყნების ზურმუხტის ქსელს ეკუთვნის და ამ მასშტაბის მშენებლობა ვენის კონვენციასთან და ევროკომისიასთან უნდა შეთანხმებულიყო, რაც არ მოხდა.
აბასთუმნის შემოსავლელი გზის მშენებლობა
ზურმუხტის ქსელის წევრია ბორჯომ-ხარაგაულის ხე-ტყე, რომელიც უნდა გაიჩეხოს. მეფის რუსეთის შემდეგ არ შეხებია ამ ხე-ტყეს არავინ. იმ უნიკალური ჯიშის ცხოველებსაც ემუქრებათ გადაშენება, რომელიც არსებული კლიმატის გამო მხოლოდ აქ ცხოვრობენ.