მთავრობა, COVID19 -ის გამო ბინების გამქირავებლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებელთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასეთია:
პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება;
სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის განთავსება, სადაც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი;
სტუმრის გასვლის შემდეგ სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია მათ შორის, 4 საათიანი განიავება;
დალაგებისას პერსონალური დაცვის საშუალების გამოყენება;
ხელების დაბანა საპნითა და წყლით დალაგებამდე და მის შემდეგ;
ხშირად შეხებადი ზედაპირების და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული გაწმენდა დეზინფექცია;
რბილი ავეჯის და იარატაკის სპეციალური საწმენდი საშუალებებით წმენდა;
გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურიად ამისთვის განკუთვნის ტომარაში;
თეთრეულისა და პირსახოცების გარეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლითა და სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით;
მტვრისა და მიკროორგანიზების ჰაერში ან სუფთა ზედაპირებზე მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, სველი წესით დასუფთავება/დეზინფექცია;
სტუმრის მიღება/გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.
რეკომენდაციები საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტორსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.