აზერბაიჯანში კარანტინი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო, კარანტინი 31 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
„მიმდინარე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ანალიზის შესაბამისად, განსაკუთრებული საკარანტინე რეჟიმი, ქვეყნის მასშტაბით, 31 აგვისტოს 00:00 საათმდე გახანგრძლივდა“, - განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 26 636-ს მიაღწია.