საგზაო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა გადაბრუნდა
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, გზის საფარი ჩაინგრა, საბურავი ჩავარდა და მანქანა გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ტექნიკა შპს „ელ ეს ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომელიც გზის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასპინძის ქუჩის მიმდებარედ, ორი ჩიხის რეაბილიტაციას ახორციელებს.
„დაზიანებული ადგილი აღდგება“, - გვითხრეს მერიაში.