საზოგადოება
ახალციხის ცენტრალურ ბაზარში საკვირაო ვაჭრობაზე ხალხმრავლობაა

 

ახალციხის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე, ტრადიციული კვირა დღის ვაჭრობა გაიმართა. მოქალაქეებმა ხილ-ბოსტნეული რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოიტანეს.

ბაზარი კვირაობით ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. გამონაკლისი არც დღეს აღმოჩნდა.

სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების უმეტესობას პირბადე ეკეთა, თუმცა ირღვეოდა სოციალური დისტანციის წესები.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, დადგენილი წესების დაცვაში სამართალდამცველები ეხმარებოდნენ. 

"პოლიცია გვეხმარებოდა, 12-14 კაცი იყო ადგილობრივი განყოფილებიდან, მათთან ერთად ვმუშაობდით. პირადე ეკეთა დაახლოებით, 95%-ს, დანარჩენებსაც ჯიბეში ან ჩანთაში ედოთ და როცა ვაფრთხილებდით იკეთებდნენ. დისტანცია კი ირღვეოდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად იცავდნენ, გავუძელით ხალხის ნაკადს. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც იყვნენ დილიდან. თუ ვინმეს პირბადე არ აქვს, მეც ვურიგებ",
- გვითხრა სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ქართველიშვილმა. 

შეგახსნებეთ, რომ მარტში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ ,,ალფა მარკეტი" საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა.

| Print |