სემეკის გადაწყვეტილებით, იანვრიდან რეგიონებში დენი ძვირდება
სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონებში იზრდება როგორც სამომხმარებლო, ასევე, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. სამომხმარებლო ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 10,8 თეთრიდან 14,6 თეთრამდე.
ტარიფი 6 თვე იქნება ძალაში, 1 ივლისს სემეკი ტარიფებს ხელახლა გადახედავს. ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა "სემეკმა""ენერგო პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი ხარჯები 12 მილიონი ლარით შეუმცირა.
საყოფაცხოვრებო ტარიფი:
0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 12,065 თეთრიდან 17,731 თეთრამდე;
101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - იზრდება 15,435 თეთრიდან 21,707 თეთრამდე;
301 კვტ.სთ-დან და მეტი - იზრდება 19,269 თეთრიდან 26,227 თეთრამდე.
ფასში გათვალისწინებულიA დღგ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კვტ.სთ-ზე ოჯახი 3,5 ლარით მეტს გადაიხდის.
არასაყოფაცხოვრებო ტარიფი:
110-35 კვ - იზრდება 14,237 თეთრიდან 23,995 თეთრამდე;
10–6–3.3 კვ - იზრდება 18,213 თეთრიდან 26,169 თეთრამდე;
0.4 კვ - იზრდება 22,733 თეთრიდან 27,085 თეთრამდე;
ფასში დღგ გათვალისწინებული არ არის.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" არ იზიარებს სემეკის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ზრდა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო.
ახალი ტარიფი 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
radiotavisupleba.ge