SSSS
საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის საახალწლო მულტიკულტურული ტრადიციები
პანდემიის მიუხედავად, საახალწლო სამზადისი სამცხე-ჯავახეთში დაიწყო. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ტრადიციები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა რეგიონში, მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათი საახალწლო ტრადიციები ერთმანეთს შეერწყა. ამიტომ, საახალწლო სუფრაზე ხშირად ნახავთ მესხურ ქადა-ხაჭაპურებს, სომხური ტრადიციით მომზადებულ სუჯუხ-ბასტურმას, ებრაული წესით სუფრის ცენტრში დადგმულ ბროწულსა და თაფლს, რომელიც ერის გამრავლებისა და სიტკბოების სიმბოლოა.
სამცხის საახალწლო ტრადიციები

ახალი წლის დაწყებამდე მაისურაძეების მესხურ დარბაზში ტრადიციულად ფურნე ინთება. მესხურ პურს ფურნეში, ბაზალტის ქვაზე, ქალები უდეში აცხობენ. ადიგენის სოფელში საახალწლოდ, ქადის, ხაჭაპურისა და „თითიანის“ ცხობის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი.

ტრადიციული მესხური ქადა თელიაშვილების ოჯახში ღორის ქონისგან მზადდება. ქადასთან ერთად საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია აპოხტის ხინკალი და თათარბერაკი. ძმები ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მის პოპულარიზაციას ცდილობენ და ჩამოსულ სტუმრებს მესხური კერძებით უმასპინძლდებიან.

ქართული ტრადიციის კვალდაკვალ, დამალაში მესხურ პურთან ერთად, კერეკციანების ოჯახი თონის პურს იგივე სომხურ ჰაცს აცხობს. 49 წლის დიასახლისი ათსულიანი ოჯახისთვის, ახალი წლის დადგომამდე 110 თონის პურს და 15 „ბულიკს“ აცხობს. მარგარიტა ამბობს, რომ ტრადიციას სოფელი ოდითგანვე მისდევს.

„წინაპრებმა თონე მიწაში დამარხეს, იმისთვის რომ მუდამ თბილი იყოს და პურიც კარგად გამოცხვეს“ - ამბობს მარგარიტა კერეკციანი.
კერეკციანების ოჯახის ტრადიციის მიხედვით, თონის პურის გამოცხობის შემდეგ ახლად გაჭრილ გოგრაში ბრინჯს, ქიშმიშს და შაქარს ყრიან, შემდეგ მოსამზადებლად ჯოხის დახმარებით ცხელ თონეში უშვებენ. ასე მომზადებულ ტკბილ გოგრას ღაფამას უწოდებენ და ერთად მიირთმევენ. ოჯახში, საახალწლო სუფრას - „ღაფამა“, „ჰაცი“ და ,,ბილიკი“ ტოლმასთან ერთად აუცილებლად უნდა ამშვენებდეს.

სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია ,,საახალწლო მარგალიტები“, რომელსაც წყალთბილაში მცხოვრები ლიდა პოღოსიანი ოჯახისთვის ყოველწლიურად ამზადებს. ახალციხის სოფელში სომხური თემი ,,მარგალიტებისთვის“ ზაფხულში სხვადასხვა ხილს აშრობს. გამომშრალი ქლიავი, ატამი, ხურმა და კიდევ ბევრი ხილი, რომელსაც დიასახლისი ხარისხის მიხედვით შეარჩევს. ხილთან ერთად სუფრის სამკაულად ითვლება ტყლაპი.
კიდევ ერთი განსხვებული ტრადიცია ახალციხელ ებრაელებს აქვთ. ებრაული თემი ახალი წლის აღნიშვნას, 24 დეკემბერს მზის ჩასვლიდან იწყებენ. „ხანუქა“ სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე და სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა.

„დაახლოებით 2 500 წელია „ხანუქას“ დღესასწაულს ავღნიშნავთ. ეს დღესასწაული დავითის წარწერის თანახმად, იერუსალიმის ბერძნებისგან გათავისუფლებას აღნიშნავს. როდესაც რაბინები გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შევიდნენ, იქ მხოლოდ ერთი დღის ზეთი დახვდათ, ზეთის მომზადებას კი რვა დღე სჭირდება“ - ამბობს სიმონ ლევიშვილი.

ტრადიციის თანახმად, ებრაელები პირველ დღეს ორ სანთელს ანთებენ, დანარჩენ დღეებში კი თითო სანთელს ანაწილებენ. ხანუქის დღესასწაულის გასასტუმრებლად ახალციხელი ებრაელები სულ 44 სანთელს ანთებენ. ლევიშვილების ოჯახი „ხანუქას“ შემდეგ ახალ წელს პირველ იანვარსაც აღნიშნავენ.
ახალი წლის დადგომას, სხვებისგან შედარებით მოკრძალებულად აღნიშნავს ადიგენის სოფლებში მცხოვრები მუსლიმი თემი. ჭელის მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ რელიგიის თანახმად, მათთვის ყოველი დღე ახალი წელია.

,,ჩვენი რელიგიით, მდიდრული სუფრის გაწყობა ამ დღეს მიუღებელია, რადგან მუსლიმებისთვის ყოველი დღე ახალი წელია. ამ დღეს ერთმანეთს ვულოცავთ, სუფრაზე მხოლოდ ტკბილეული გამოგვაქვს და რაც კატეგორიულად არ შეიძლება, ეს ალკოჰოლური სასმელია“ - აცხადებს ჯამბულ აბულაძე.

ჯავახეთის საახალწლო ტრადიციები

საახალწლო ტრადიცია ჯავახეთში მცირედით განსხვავებულია. სოფელ ჩუნჩხაში მცხოვრები მელიქიძეების ოჯახში, ქალები ფურნეში ნაზუქსა და ქადებს აცხობენ. სამცხისგან განსხვავებით ჯავახურ ქადას გულში მოხალულ ფქვილს უდებენ, რომელიც მარილითა და ერბოთია შეზავებული. ქადის გარდა, ჯავახურ სუფრაზე კაკლიანი „ბადამბურიც“ აუცილებელია. ამ ნამცხვრის ცხობა ია მელიქიძეს დედამ ასწავლა. ამბობს, რომ საახალწლო სუფრას ფენოვანი ძალიან ალამაზებს.

კიდევ ერთი უძველესი ტრადიცია, რომელიც ჯავახეთში შემორჩა, მეკვლისთვის ფეხებში ქერის, ხორბლისა და კაკლის დაყრაა. ეს ტრადიცია ბედნიერი და მშვიდობიანი წლის სიმბოლოა. თავის მხრივ მეკვლე ოჯახში მარჯვენა ფეხით უნდა შევიდეს და ტკბილეული მიიტანოს. საახალწლო ტრადიციაა ღორების დაკვლაც. ჯავახეთის სოფელ ჩუნჩხაში ასევე იცავენ წყლის ტრადიციას.

„ძველ დროში, ადამიანები ყველასგან ფარულად, „უმზეური“ წყლის მოსატანად გამთენიისას დგებოდნენ და ოჯახში არსებულ, უკვე წინა წლის წყალს აახლებდნენ“
- ამბობს თენგიზ მელიქიძე.

დამალის მსგავსად, გოგრის ტრადიციას ახალქალაქის სოფელ ჩუნჩხაში ამ დრომდე იცავენ. თუმცა სომხური თემისგან განსხვავებით, გოგრას ჯავახეთის ქართულ სოფლებში განსხვავებული დატვირთვა აქვს. სალომე მიქელაძე გვიხსნის, რომ ოჯახში ახალი წლის დადგომისთანავე კარის ზღურბლზე გოგრას დებენ და ჭრიან, დაჭრისას ნაწილები თუ სახლის მხარეს დაეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი წელი ოჯახისთვის ბარაქისა და ხვავის მომტანი იქნება.

კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია, რომელიც ეთნიკურობის მიუხედავად, ყველა ბავშვს ერთნაირად უხარია, ტკბილეულის შეგროვებაა, რომელსაც სომხური თემი ,,მანჯელულიას“ უწოდებს. სომხური ტრადიციით, ყოველ 31 დეკემბერს, ბავშვები ნიღბებს იკეთებენ და კანფეტების შესაგროვებლად კარდაკარ დადიან, თუმცა პანდემიის გამო ამ ტრადიციის შესრულება წელს რამდენად მოხერხდება, სამცხე-ჯავახეთში ამის თქმა უჭირთ.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -2 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
ასპინძა 1 °C
img
ადიგენი 5 °C
img
ბორჯომი -1 °C
img
თბილისი 3 °C
img
აბასთუმანი -5 °C
img
ბაკურიანი -7 °C
img
ნინოწმინდა -6 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.0550
EUR
EUR
1
2.8889
RUB
RUB
100
2.9184
TRY
TRY
1
0.0777
USD
USD
1
2.8004
კალენდარი
«« თებერვალი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit kayseri escort omegle live+18 film izleMarsbahis girişDeneme Bonusu Veren Siteler 2025vozolbetivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/zeta librarycasibom girişbetbababetbabacasibom girişmarsbahisayvalık zeytinyağıpijama takımıpijamasahabet giriş30 tl bonus veren sitelerlink vao w88 moi nhatdeneme bonusu veren sitelerMostbethttps://www.vozoldiyari.com/casinolevantdeneme bonusu veren sitelermariobet girişsabahlıkkimonoultrabetultrabet twitterSekabetToy Poodleistanbul escorttipobet girişselçuksportsbelugabahis girişlilibetlilibetbest online casino indiaindia online bettingMikiカジノMikiカジノ 入金不要ボーナスオンラインカジノbelugabahis girişrulet siteleriTarafbet Girişcasinolevantcasinolevantnew bitcoin casinosbitcoin sports bettingnew online casinos canadaonline casino ontarioonline casino canadabitcoin casinosnew online casinobest betting sitesonline sports bettingno deposit bonuscasinolevantlk21bankobetblox fruits scriptXeno ExecutoracehgroundSnaptikacehgroundbagonAlev casinoRoku bet güncel girişakcebet girişcasinomegacasinomega girişakcebetdeneme bonusu veren sitelercasibom800casibom800casibom800casibom800casibom800casibom800jojobetcasinolevantfixbetSnaptiktubidybets10 güncel girişcasinomegasultanbetbetivo girişcasibom girişmarsbahis girişbetlike girişjojobetgrandpashabetiptv satın aldizipalHiltonbet Giriş antep escortjojobetsnaptwitterjojobettrafik sigortasıjojobet girişkralbet girişotobet girişdumanbet girişvbetfixbet girişbetturkey güncel girişsafirbetmavibet güncel girişasyabahistipobet güncel girişjojobet girişbetmoontempobethiltonbetvaycasinobetkanyon girişjojobetjojobetjojobetjojobetjojobetbetebetextrabet girişvaycasino girişultrabet girişnakitbahis güncel girişfixbet girişmariobetultrabet girişultrabet girişfixbet girişatlasbetdeneme bonusu veren siteler forumbetvolebeste casino på nettSweet Bonanza Slot Demosekabetmarsbahistaraftarium24justin tvselçuksportslotusbetbettilt girişbettiltbettiltbetcioslotbarmatbetbetgitcasibom pornoimajbet güncelextrabetbetmatiklimanbetpulibet1xbetmatbetbetturkeylivebahisstories anonimo454 marsbahiscratosroyalbet772 comsekabet 1274elizabet girişcalendar 2025betparkcasibom800fixbet twitterfixbetfixbet girişlivebahislivebahislivebahislivebahisvaycasinoiptv satışcanlı yeni casino siteleriyeni canlı casino siteleri 2025deneme bonusu veren canlı bahis siteleriyeni güvenilir casino sitelerijojobetcasibom 718 com455 marsbahiscasibom800sekabet 1274casibom800bettiltNakitbahissu kaçağı tespitiBetboo Girişpaslanmaz çelikcasibomcasibomsetrabetTarafbet Girişhttps://theboute.com/bahis sitelerifacebook downloaderaresbettoy poodlepadişahbetbetturkeyjojobet bethand girişhdfilmcehennemiextrabetHoligangüncelSekabet girişbetpark girişbetpark girişkolaybet girişimajbet girişmavibetdumanbet girişbettiltcasinolevantmarsbahisgate of olympus oynagrandpashabetgrandpashabetfree instagram followersinstagram takipçi hilesiinstagram takipçi hilesiBetturkeydeneme bonusu, bedava deneme bonusu veren sitelertaraftarium24betpark girişyeni güvenilir bahis siteleriyeni casino siteleri 2025güvenilir bahis siteleri 2025Esenyurt Escortmavibetpinupimajbet girişSakarya escortSakarya escortpadişahbetprimebahisBetkanyonbettiltprimebahisimajbetimajbetbetbigo girişcasibom güncel girişkumar siteleriaydın eskortaydın escortaydin escortmanisa escortmanisa escortvaycasinobetebetdeneme bonusuradissonbetatlasbetcasibombahiscasino girişcasibomBetturkey bahis platformuNgsbahisjustin tv canlı maç izleprime bahisradissonbetcasibomkaçak maç izleen guvenilir casino sitelericanlı maç izlebasaribet casinoizmir escortkıbrıs night club katalog fiyatlarıprimebahiscasibompin upterea sigaraelektronik sigarabetturkeypornootobetCasinolevant Girişdamabet girişhd film izleparibahis girişcasibomprimebahissuperbetaresbetiptvsoundcloud mp3как отыграть бонус в казино вавадаbetvole mobil girişbetvole girişSekabet girişcasibom girişbetriyalkingroyalcasibom girişcasibom girişdeneme bonusu veren siteleraresbetcasibomDeneme Bonusu Veren Siteler 2025casino siteleribahis siteleribetgarantibetpark girişdumanbet girişkolaybet girişgrandpashabet 2221casibom800fixbetgrandpashabet먹튀검증jojobetjojobetlordcasinocasinolevant girişjojobetRoblox Fisch ScriptRoblox FPS Unlockercasino sitelerijojobet girişfilm izlejojobetfixbetsahabet twitteronwin twittertipobet twittermatadorbet twitterbetkom twittertarafbet twittermariobet twitterbahiscom twitterbetturkey twitterbetmatik twitterxslot twitterfixbet twitterjojobet betkomcialisdinimi porn virin sex sitiliri꽁머니 사이트Kamagrapinupdeneme bonus veren sitelercanlı maç izlemostbetcasibom girişsaveinstaotobet girişCodeX ExecutorGoogleBlox Fruits Scriptbetvoleimajbet giriştaraftarium24casibomcasibom girişizmir escortBetparkExtrabetkralbetxslotonwin giriştempobetmatbetextrabetsüpertotobetbetparkceltabettempobetbetpaswbahisbetasusKralbet girişSekabet girişCasibomonwinbetgar yeni girişbetciobetcio girişbetciobahsegelcasibom girişsportsbet.io girişcasibomaresbet3dskydinamobetkralbetonwinvaycasinovaycasinoultrabetcasibomYoast SEO Premium Nulled V24.5gamdommadridbettrendbetcasibomcasibom güncel girişcasibomonwinbetturkeybetturkeymeritking1xbet Giriştipobetcasibom girişsekabetsekabet girişsekabet üyelikcasinolevantcasinolevantpadişahbetbetkanyonİzmir Escortİzmir EscortcasibomBetciopadişahbetpadişahbetStake GirişStake TrStake Türkiyegrandbettinggrandbettinggrandbettinggrandbettingcasibomcasibom 800casibomgrandbettingcasibomcasibom girişdüğüntimebetcasibom güncel girişjokerbetgrandpashabetkulisbet7slotsimajbetgalabetextrabetsonbahislordbahiskazansanaonwinbetkomiptviptv satın almavibetcasibomimajbetimajbet girişjojobetbetnanoсмотреть порноaresbetcasibombetsatatlasbetxxbağcılar escortjojobet girişcasibomcasibom girişholiganbetholiganbet girişmatbetmatbet girişsekabetsekabet girişsahabetsahabet girişmatadorbetmatadorbet girişgrandpashabetgrandpashabet girişfixbetjojobetbettiltonwinmarsbahisbets10kirvehubkirvehub sitelerikirvehub twitter