გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპატრამენტი ავრცლებს. უწყების ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჩაკეტილია გოდერძის უღელტეხილი.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია" - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპატრამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.