საზოგადოება
გერმანიაში დასაქმების მსურველებს რეგისტრაციაში ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სურთ, რეგისტრაციაში თვითმმართველობა დაეხმარება. შესაბამისი დავალება სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა რეგიონის ექვსივე მერს მისცა. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის პირველი პირები სოფლებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ და უთხრეს, რომ უნდა დაეხმარონ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ინტრნეტთან წვდომა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამოიყო პირი, როელიც მეთვალყურეობას გაუწევს ამ მხრივ, მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციას.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. ამისთვის მოქალაქემ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე workabroad.moh.gov.ge უნდა გაიაროს. პროცესი 15 თებერვალს დაიწყო და ორ დღეში, 60 000-მდე პირი დარეგისტრირდა.


| Print |